• Geo
  • Eng
29.11.2019
დინამო - ვიტ ჯორჯია | ურთიერთშეხვედრები

1 დეკემბერს ეროვნული პირველობის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართება. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ვიტ ჯორჯიას უმსპინძლებს, მატჩი კი 16:00 საათზე დაიწყება. ძველ მეტოქეებს შორის ჩატარებული მატჩები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 54 ჩატარებულ შეხვედრაში 22 მატჩი დინამომ მოიგო, 13 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 69/42. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 14 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მე- 14 ჩემპიონატის მე- 15 ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა 4:0 მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მე- 13 ჩემპიონატის მე- 16 სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ბოლო მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის შედგა 2019 წლის 15 სექტემბრით თარიღდება. მიხეილ მესხი 2- ზე გამართული პაექრობა დინამოელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები ვეტერინართა კარში ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024