07.11.2019
რუსთავი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

9 ნოემბერს ეროვნული პირველობის 34- ე ტურის შეხვედრაში ჩვენი კლუბი რუსთავს დაუპირისპირდება. მატჩი რუსთავში 14:00 საათზე დაიწყება.

დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ. აქედან ხუთი მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ მეტოქემ იმარჯვა. 2018 წლის პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. შემდეგ დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა. 2019 წლის სეზონში 7 აპრილს გამართული მატჩი ლურჯ-თეთრებმა 3:1 მოიგეს. ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა. 28 მაისს მატჩი რუსთავში შედგა და ლევან კუტალიას გოლით დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ბოლოს ეს გუნდები 25 აგვისტოს დინამო არენაზე შეხვდნენ, პაექრობა კი ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები რუსთავლეთა კარში ლევან შენგელიამ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019