01.10.2019
ნინუა და კობოური ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში გამართავს. 11 ოქტომბერს ახალგაზრდა ჯვაროსნები შვეიცარიის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გია ცეცაძემ დინამო თბილისიდან აღნიშნული მატჩის ჩასატარებლად ნაკრებში დავით კობოური და ნიკა ნინუა გამოიძახა. ნაკრებში ასევე არიან სხვადასხვა გუნდებში იჯარით მყოფი დინამოელებიც: თორნიკე ძოწენიძე (ლოკომოტივი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი) და გიორგი კუცია (დილა).

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019