• Geo
  • Eng
28.09.2019
28 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

28 სექტემბერს დინამოელებს 11 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებიათ. 6 მოგება და ორი მარცხი. ბურთების ბალანსი 9/11 გახლავთ.

1996 წელს თბილისელებმა გასვლაზე ბოლნისის სიონი, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გოლები ზვიად ჯელაძემ და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. 2002 წელს დინამომ თბილისის მერანი 91- ს  უმასპინძლა და ლადო ბურდულის და ვიტალი დარასელიას გოლებით 2:0 იმარჯვა. 2010 წელს თბილისელებმა ვიტ ჯორჯია მიიღეს და მერანის დარად 2:0 დაამარცხეს. შედეგიანად გივი კვარაცხელიამ და ლევან ხმალაძემ ითამაშეს.

1947 წელს დინამოელები თბილისში დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ მოსკოველ სეხნიებთან. 1956 წელს თბილისელებმა კიშინიოვის ბურევესტნიკს უმასპინძლეს და სამი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, ზაურ კალოევმა და ბორის ხასაიამ შეყარეს. 1975 წელს თბილისელებმა დონეცკში შახტიორისგან იწვნიეს მარცხი ანგარიშით 1:3. გოლი დათო ყიფიანის ანგარიშზეა. კიდევ ერთი გამარჯვება დინამოელებმა 1984 წელს დონეცკში ადგილობრივ შახტიორთან, უხვგოლიან შეხვედრაში მიითვალეს. ხსენებული მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა, შეხვედრაში კი რამაზ შენგელიამ ჰეთ თრიქი შეასრულა. ორი ფრე დინამომ 1963 წელს და 1979 წელს ითამაშა, შესაბამისად ტაშკენტში ადგილობრივ პახტაკორთან ანგარიშით 2:2 (დუბლი სლავა მეტრეველის ანგარიშზეა) და ალმათიში კაირატთან ანგარიშით 0:0.
 

1977 წლის 28 სექტემბერს დინამომ უეფას თასის 1/32 ფინალში მილანის ინტერს უმასპინძლა. ორი კვირით ადრე ჩატარებულ შეხვედრაში დავით ყიფიანის ზუსტი დარტყმით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დინამომ სახელოვან მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024