19.09.2019
ლევან მჭედლიძე დინამოელია

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა - ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. თავდამსხმელი 2006 წლიდან ემპოლის ღირსებას იცავდა, 2008/10 წლებში კი პალერმოს ფორმით გამოდიოდა. ლევან მჭედლიძე დინამოში 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019