• Geo
  • Eng
13.09.2019
გამარჯვება და ფრე ოქროს ლიგაში

დინამო თბილისის 15 და 17 წლამდე გუნდებმა აკადემიის მოედანზე ოქროს ლიგის ეგიდით ბათუმელ თანატოლებს უმასპინძლეს. 15 წლამდელებმა მეტოქესთან ფრედ 1:1 ითამაშეს. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ აგებდნენ, საბოლოოდ კი მეტოქის ავტოგოლით ფრე დაფიქსირდა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე პირველობაზე პრველად დაკარგა ქულები და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა პირველადგილოსანთან ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული დინამოელებს. 17 წლამდე დინამომ სტუმრებს თვალსასეირო და დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგო. თბილისელებმა შალიკაშვილის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში მაისურაძემ ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა სტუმრებმა მალევე მოახერხეს ორი გოლის გატანა. საბოლოოდ გამარჯვების გოლი მიქაუტაძემ შეაგდო და გოჩა ჩიქოვანის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დინამოელები სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

 

U15 დინამო თბილისი 1:1 დინამო ბათუმი

U17 დინამო თბილისი 3:2 დინამო ბათუმი

 

U15 დინამო: ბერუაშვილი, მოლაშვილი, ლაცაბიძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი, როსივერი, თოდუა, ცხოვრებაძე, კობახიძე, აღდგომელაშვილი, ნიკოლაიშვილი

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, არჩაია, გოგებაშვილი, ხუტიაშვილი, უღრელიძე, სმირნოვი, თოფურია

 

U17 დინამო: ჯოჯუა, კვარაცხელია, ერაძე, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, შალიკაშვილი, მორჩილაძე, გაგნიძე, ქოჩაკიძე, ჯინჯოლავა, ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, მაისურაძე, ხორავა, მიქაუტაძე, ბზეკალავა, გეგიაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024