• Geo
  • Eng
13.09.2019
ECA- ს მორიგი ასამბლეა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) 23- ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 169 კლუბი წარმოადგენდა. დინამო თბილისიდან ასამბლეას კლუბის გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე და დირექტორის მოადგილე თეა შამათავა ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავკაცად ანდრია ანიელი მორიგი ვადით იქნა არჩეული. ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის განსაკუთრებული როლი უეფას ახალ საკლუბო გათამაშებას დაეთმო (კონფედერაციის თასი), რომელიც უახლოეს წლებში აიღებს სტარტს. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ECA- ს დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024