• Geo
  • Eng
01.09.2019
ილია დათუნაშვილი - 82

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი - ილია დათუნაშვილი იუბილარია, დღეს იგი 82 წლის გახდა. ტაშკენტის ფინალის გმირი, დინამოში 1959-1968 წლებში ასპარეზობდა. 249 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 60 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. ტაშკენტის ლეგენდარულ ფინალში დათუნაშვილმა 2 გოლი გაიტანა. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ორჯერ - 1964 და 1966 წლებში. 20 გოლით არის 1966 წლის გათამაშების ბომბარდირი. 1966 წლის 22 სექტემბერს ერევნის არარატს 23 წუთში 5 გოლი გაუტანა.

დინამოელები ვულოცავთ ილია დათუნაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024