ჩვენი გუნდის ღირსებას 27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიკარი დაიცავს. მას კარიერის პირველი 4 წელი შვედურ აიკ- ში აქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად უეფას ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც მოსკოველ არმიელთა და პსვ ეინდჰოვენის გოლკიპერთა დამწუხრებაც მოასწრო. ნათამაშები აქვს ასევე თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს ნეფთჩიში გამოდიოდა. ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება 1 წელს + 1 წელი ოფციით გააფორმა.