• Geo
  • Eng
09.03.2019
სამმაგი გამარჯვება ასაკობრივ ჩემპიონატში

ასაკობრივ ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე ლიგაში დინამოელებმა სფფ- ს აკადემიის მეორე გუნდს უმასპინძლეს და 9:0 დაჯაბნეს მეტოქე. შიოლაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, როსივერმა დუბლი, თითო გოლი კი თოდუამ, ნიკოლაიშვილმა, გოგებაშვილმა და ხუტიაშვილმა გაიტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას თელავში 16 მარტს ჩაატარებს.

იმავე ლიგაში დინამო 2- მაც ითამაშა. ვასილ გეგუჩაძის კრებული ცხინვალს შეხვდა და 3 უპასუხო გოლით იმარჯვა. თავი ხორხელმა, ფარცვანიამ და ცეცხლაძემ გამოიჩინეს. შემდეგ შეხვედრაში 17 მარტს თბილისელები გაგრას მიიღებენ.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 17 წლამდე ლიგაში ცხინვალს შეხვდა და 6:1 იმარჯვა. იობაშვილმა შეხვედრაში 4 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. დარჩენილი გოლები ქავთარაძემ და გოგობერიშვილმა გაიტანეს. დინამო 2 მომდევნო მატჩს გაგრასთან 13 მარტს ჩაატარებს.

 

 

U15 დინამო 9:0 სფფ- აკადემია 2

U15 ცხინვალი 0:3 დინამო 2

U17 ცხინვალი 1:6 დინამო 2

 

 

U15 დინამო: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, კერენჩხელაძე, ლაცაბიძე, არჩაია, კობახიძე, თოდუა, შიოლაშვილი, დევიძე, ჯანაშია

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, მოლაშვილი, დათუნაშვილი, ხუტიაშვილი, როსივერი, ნიკოლაიშვილი

 

U15 დინამო 2: ბალიჩავა, ბუცხრიკიძე, ჩიხაძე, სურმავა , ჩხიკვაძე, სიგუა, პარკაძე, ხორხელი, გაბისონია, ნინიძე, შეროზია

სათადარიგო სკამი: ცხადიაშვილი, ხარჩილავა, მახათაძე, მახარაძე, გოგიჩაიშვილი, ცეცხლაძე, ფარცვანია

 

U17 დინამო 2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, აზარაშვილი, უბილავა, გაგნიძე, შენგელია, ბოჭორიშვილი, იობაშვილი, სიჭინავა , ფირცხალაიშვილი

სათადარიგო სკამი: დევიძე, გელხაური , ქავთარაძე, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024