• Geo
  • Eng
06.03.2019
6 მარტი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 6 მარტს საქართველოს ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩი გაიმართება. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი სიონი დინამო თბილისს მიიღებს. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება, მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

6 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 4 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და ოთხივე საქართველოს პირველობაზე (გოლგაუშვებლად). 2009 წელს ბორჯომში ადგილობრივ გუნდთან პაექრობა თბილისელებმა გამარჯვებით დაასრულეს. სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი გიორგი მერებაშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი ოლეგ გველესიანმა და გიორგი ნერგაძემ გაუტანეს ბორჯომელებს. მომდევნო წელს დინამომ რუსთავის ოლიმპი მიიღო და გატანილი გოლების გარეშე დასცილდა მეტოქეს. 2011 წელს ლურჯ-თეთრებმა ალექსანდრე კოშკაძის და პეტარ იელიჩის გოლებით, ფოთში ადგილობრივ კოლხეთს 2:0 მოუგეს. იმავე ანგარიშით სძლია დინამომ მარტვილის მერანს 2016 წელს. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024