• Geo
  • Eng
04.03.2019
აკადემიის გუნდებმა პირველობა წარმატებით გახსნეს

ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად ახალი სეზონი ასაკობრივ ჩემპიონატებშიც დაიწყო. 17 და 15 წლამდელთა გათამაშებაში წელს დინამო ორ-ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი. 17 წლამდე პირველობის გ ჯგუფში დინამო 2 ვლადიმერ გოჩაშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობს (ერთი წლით უმცროსები), რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას სიჭინავას გოლით 1:0 აჯობა. ჯგუფში მათ გარდა ასევე არიან დილა, ლოკომოტივი, ცხინვალი, გაგრა და მერანი თბილისი.

დინამოს 15 წლამდე გუნდმა ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით რუსთავში ადგილობრივი გუნდი 11 უპასუხო გოლით დაჯაბნა. როსივერმა ჰეთ თრიქი შეასრულა, გეგიაძემ დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი ხუტიაშვილის, გაფრინდაშვილის, შიოლაშვილის, თოდუას, ნიკოლაიშვილის და ლაცაბიძის ანგარიშზეა. იაგორაშვილის გუნდთან ერთად ჯგუფში ასევე არიან ავაზა, სფფ- ს აკადემია 2, თელავი და ლაგოდეხი.

ტურნირი დაიწყო ასევე დინამო 2- მა ვასილ გეგუჩაძის თავკაცობით. ისინი 15 წლამდელთა გ ჯგუფში გამოდიან დილასთან, ვიტ ჯორჯიასთან, ცხინვალთან, ლოკომოტივთან, თბილისის მერანთან და გაგრასთან ერთად. დინამომ ვიტ ჯორჯია მიიღო და 4:0 დაამარცხა მეტოქე. ფარცვანიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი გიუნაშვილმა გაიტანა და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა.

 

U15 დინამო 2  4:0  ვიტ ჯორჯია

U15 რუსთავი 0:11 დინამო

U17 დინამო 2  1:0  ვიტ ჯორჯია

 

U15 დინამო 2: ბაჩილავა , ბუცხრიკიძე , სურმავა , მახათაძე , სიგუა, გოგიჩაიშვილი, ნინიძე, ფარცვანია, გიუნაშვილი, შეროზია, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩხიკვაძე, ცეცხლაძე, ხორხელი, პარკაძე, გაბისონია , ბულუხაძე

U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, ლაცაბიძე, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე, გაფრინდაშვილი, თოდუა, კობახიძე, გეგიაძე, შიოლაშვილი, ხუტიაშვილი.

სათადარიგო სკამი : ნიკოლაიშვილი, აღდგომელაშვილი, მოლაშვილი, როსივერი, ბერუაშვილი, დევიძე, დათუაშვილი, არჩაია

U17 დინამო 2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, შენგელია, სიჭუნავა, იობაშვილი, უგრეხელიძე, გოგობერიშვილი

შევიდნენ ბოჭორიშვილი და გელხაური

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024