• Geo
  • Eng
24.02.2019
მეორე ადგილი რიგის თასზე

ლატვიაში დასრულდა რიგის თასის გათამაშება. ტურნირში დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც მონაწილეობდა, რომელმაც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის მატჩებში რიგის საფეხბურთო სკოლას 4:0 მოუგეს, ესტონურ მერკუურ იუნიორს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს და კალინინგრადის ბალტიკა 4:1 დაამარცხეს. დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ლიეტუვას შიაულიაის 2:0 მოუგეს და ჯგუფშიც იპირველეს. ნახევარფინალში თბილისელები აგილობრივ მეტას შეხვდნენ და 0:0 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 2:1 აჯობეს. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდი კიევის არსენალს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:3 დათმო ფინალი. ერთადერთი გოლი ნინიძის ანგარიშზეა. საბოლოოდ დინამოელებმა ვერცხლის მედლებთან ერთად ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მცველი გიორგი სურმავა გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული გიორგი ფარცვანიამ ჩაიბარა. დინამოელები თბილისში ხვალ გამოემგზავრებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024