• Geo
  • Eng
28.07.2012
გამარჯვება გურნიკთან

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა დინამომ ბოლო სპარინგი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონური ზაბჟეს გურნიკი გახლდათ. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრაში გოლები 37–ე წუთზე ჩისკომ და 82–ე წუთზე რობერტინიომ გაიტანეს. დინამოელთაგან დღევანდელ მატჩში მონაწილეობა 19-მა ფეხბურთელმა მიიღო.

დინამო 2:0 გურნიკი

დინამო: ლორია, სეთურიძე (ტვილდიანი 46), ხიზანეიშვილი (გლიშიჩი 55), კვარაცხელია (გველესიანი 82), რეხვიაშვილი, კოტო (რობერტინიო 70), ძარია (ალვარო 51, პაპავა 74), ხმალაძე, მერებაშვილი, ჩისკო (თექთურმანიძე 74), ვოსკობოინიკოვი (იაგუე 70).

გურნიკი: სკორუპსკი, ბემბენი, დანხი, შეველიუხინი, ოლკოვსკი, ნოვაკი, მაზინსკი, პრჟიბილსკი, მილიკი, კვიეკი, ოზიებალა.

დინამოელებმა სლოვენიური შეკრება დაუმარცხებლად დაასრულეს და თბილისში ხვალ გამოემგზავრებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024