• Geo
  • Eng
21.02.2019
შეკრებაზე მყოფი აკადემიის გუნდების მორიგი სპარინგები

შეკრებაზე მყოფმა დინამოს აკადემიის გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები გამართეს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აკადემიის 17 და 19 წლამდე გუნდები ანტალიაში გადიან შეკრებას. ვლადიმერ კაკაშვილის კრებული ანთალიასფორის 19 წლამდელებს გაეჯიბრა და 5:1 დაამარცხა მეტოქე. გულდედავამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი აზაროვმა, მოისწრაფიშვილმა და გაბიტაშვილმა გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი შვეიცარიულ უსტერს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 10:0 დაჯაბნა მეტოქე. მორჩილაძემ ექვსჯერ მოახერხა უსტერის კარის აღება, დანარჩენი გოლები აბუაშვილმა, ჯინჯოლავამ, ქოჩაკიძემ და იაკობიძემ გაიტანეს. კვიპროსში მყოფი 15 წლამდე დინამოელებიც განაგრძობენ ახალი სეზონისთვის მზადებას. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ნიქოზიის აპოელის 16 წლამდე შემადგენლობას შეხვდა და დაძაბული მატჩი მინიმალური სხვაობით 1:2 დათმო. ზუსტი დარტყმა იობაშვილილს ანგარიშზეა. მომდევნო შეხვედრებს ჩვენი აკადემიის გუნდები 22-23 თებერვალს ჩაატარებენ. ხვალ 15 წლამდელები ლარნაკას აეკ- ს შეხვდებიან. ზეგ ჩიქოვანის ფეხბურთელები დანიურ როსკილდესთან მოსინჯავენ ძალებს, ხოლო კაკაშვილის გუნდი ნორვეგიულ ნორდსტრანდს დაუპირისპირდება.

 

 

U19 დინამო 5:1 ანთალიასფორი

U17 დინამო 10:0 უსტერი

U15 დინამო 1:2 აპოელი U16

 

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, აზაროვი, ლომთაძე, მოისწრაფიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩარკვიანი, ჯანგველაძე, ფარულავა, მირზიკაშვილი, ჭავჭანიძე, მელიქიშვილი

 

U17 დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ლომინაძე, აბუაშვილი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ჩხეტიანი

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, გაგნიძე, ოსიყმაშვილი, მიქაუტაძე, შურღაია

 

U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, გოგებაშვილი, შიოლაშვილი, კვერენჩხილაძე, ლაცაბიძე, ცხოვრებაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, იობაშვილი, გეგიაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, მოლაშვილი, ნიკოლაიშვილი, კობახიძე, როსივერი, ხუტიაშვილი, დევიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024