• Geo
  • Eng
14.02.2019
ჩვენი მეტოქე - ლიეპაია

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგურ შეხვედრას ლატვიურ ლიეპაიასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.

ლიეპაია 2014 წელს ლიეპაიას მეტალურგსის ბაზაზე დაარსებული კლუბია და ფაქტიურად მეტალურგსის სამართალმემკვიდრედ ითვლება. ლიეპაია საშინაო შეხვედრებს ადგილობრივ 5000- იან დაუგავა სთედიუმზე ატარებს. საკლუბო ფერები წითელსა და შავშია გადაწყვეტილი.

ლიეპაიამ სადებიუტო ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო მომდევნო წელს ვირსლიგის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2017 წელს კი ჩვენმა მომავალმა ოპონენტმა ლატვიის თასი აღმართა.

დასრულებული ჩემპიონატში ლიეპაიამ 28 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 51 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლატვიური გუნდის რიგებში ორი ქართველი ფეხბურთელიც ასპარეზობს. ზამთარში ლიეპაიას რიგებს ჩვენი კლუბის ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე შეუერთდა. გუნდში ასევე ასპარეზობს 20 წლის ლუკა ბაკურაძე.

ლიეპაიას ფეხბურთელები თურქულ შეკრებაზე 3 დღეა რაც იმყოფებიან. ლატვიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოტლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი - 54 წლის გორდონ იანგი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024