• Geo
  • Eng
05.02.2019
ფრე შიროკი ბრიეგთან

დინამო თბილისმა დღეს თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენს კლუბს მეტოქეობა ბოსნიურმა შიროკი ბრიეგმა გაუწია. შეხვედრა საკმაოდ ხისტად და სანახაობრივად წარიმართა. თბილისელებმა საგოლე სიტუაცია მატჩის დებიუტშივე შექმნეს, თუმცა საკმაოდ აქტიურმა ლევან კუტალიამ იმ მომენტში მეკარეს ვერ აჯობა. საპასუხოდ ბოსნიელთა მწვავე შეტევა ბოლო წამს აბდელ მეჯუბმა განმუხტა. 26- ე წუთზე ისევ ლევან კუტალიას აქტიურობა და მისი დარტყმული ზევიდან გადაცდა მეტოქის კარს. ათიოდე წუთში უკვე ლევან შენგელიას მართებდა უკეთ თამაში, თუმცა მისი დარტყმას სიზუსტე დააკლდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ შიროკი ბრიეგის შემტევი ახლო მანძილიდან თავით ემუქრებოდა დინამოელთა კარს, ბურთი კი არაზუსტი მიმართულებით გაუშვა. მომდევნო ლამაზ და სწრაფ შეტევას კი ბოსნიელთა კარში ლევან კუტალიას მიერ თავით გატანილი გოლი მოჰყვა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. აღნიშნულ კომბინაციაში ლევან შენგელიამ და ნოდარ იაშვილმა იაქტიურეს. მეორე ნახევარში დინამოელებმა მეტი უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ არაერთი საგოლე სიტუაციაც შექმნეს მეტოქის საჯარიმოში. 50- ე წუთზე ნოდარ იაშვილმა იაქტიურა შეტევის ხაზში, მისი დარტყმული საჯარიმოში მდგომ მცველს ხელზეც მოხვდა, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ორიოდე წუთში ლევან შენგელიას საჯარიმოს კუთხიდან საფირმო დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შემდეგ შეტევაში ფრან კარბიას კარგ თამაშს გიორგი კუხიანიძის საჯარიმოში შეჭრა მოჰყვა, მისი დარტყმული კი მეკარის ნადავლი გახდა. ფრან კარბიას თავად ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ორივეჯერ მიზანს ოდნავ ააცილა. მთლიანობაში მეორე ტაიმმა დინამოს საგრძნობი უპირატესობით, მაგრამ გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა და მატჩიც 0:0 დასრულდა. ლუკა ქაფიანიძემ და ანტონიო როხანომ მცირე ტრავმის გამო დღევანდელი შეხვედრაც გამოტოვეს.

 

დინამო თბილისი 0:0 შიროკი ბრიეგი

 

დინამო თბილისი: სიკაჩი, რუხაია, მონხილი (კობოური 75), მეჯუბი (ძოწენიძე 78’), იაშვილი (გაბიტაშვილი 83), ივანისენია (ნინუა 68), ზარია (პაპავა 46), შულაია (კარბია 50), შენგელია (ერგემლიძე 70), კუხიანიძე (ქარდავა 61), კუტალია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024