• Geo
  • Eng
22.12.2018
ტრიუმფი ბენდელას თასზე

დინამოელები ბენდელას თასის გათამაშების ბოლო ეტაპს წარმატებით მიუახლოვდნენ. დღეს ჩატარებულ ნახევარფინალურ მატჩებში ორივე დინამომ იმარჯვა. 10 წლამდელებმა საბურთალოს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო 11 წლამდელებმა 1:0 აჯობეს საბურთალოს. გოლები პირველ შემთხვევაში მხეიძემ, სილაკაძემ და მელქაძემ გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში თავი სალიამ გამოიჩინა. ამრიგად ხვალ გასამართ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზურა ელიავას და რევაზ გვარაკიძს გუნდები შეხვდებიან, ბენდელას თასის 29- ე გათამაშება კი ჩვენი გუნდის ტრიუმფით დასრულდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024