• Geo
  • Eng
21.12.2018
ვლადიმერ გუცაევი – 66

დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი – ვლადიმერ გუცაევი 66 წლის გახდა. ვლადიმერ გუცაევი დინამოს ფერებს 1971- დან 1986 წლამდე ატარებდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 438 მატჩი (რეკორდი დინამოს რიგებში) და გაიტანა 83 გოლი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1978, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 (გაზ-შემ), 1981 წლებში. ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 და ვერცხლისმედალოსანი 1980 წლებში. 6- ჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, ხოლო 1976, 1977, 1981 წლებში მეორე ნომრად. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ  11 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი. დინამოელები ვულოცავთ ვოვა გუცაევს 66 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024