• Geo
  • Eng
12.12.2018
დინამოელები სეზონის სიმბოლურში

დასრულებული საიუბილეო ჩემპიონატის შემდეგ სპორტულმა საიტებმა ეროვნული ლიგის სეზონი შეაჯამეს და სიმბოლური გუნდებიც შეადგინეს. Adjarasport.com- მა 2018 წლის ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 2 დინამოელს ანდო ადგილი. რჩეულ გუნდში ლურჯ-თეთრების მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია და დედაქალაქელთა ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ. კიდევ ერთი სპორტული პორტალის, რომელიც ჩემპიონატის მანძილზე ადგენდა საუკეთესოებს, Goal.ge- ის ვერსიით სეზონის საუკეთესოთა კრებულში 3 დინამოელია. თბილისელთა ვიცე კაპიტანი გუჯა რუხაია, ჩემპიონატის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე და დინამოელთა ყოფილი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024