• Geo
  • Eng
09.12.2018
18 წლამდე ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები მინსკში იმყოფება. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ბელარუსის 18 წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და 2:1 დაამარცხეს მასპინძლები. რამაზ სვანაძემ შეხვედრაში 7 დინამოელი - ლუკა ხარშილაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, გიორგი მოისწრაფიშვილი, სანდრო კალანდაძე, სანდრო მელიქიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი ათამაშა. სწორედ მექვაბიშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით იმარჯვა საქართველოს ნაკრებმა. 11 დეკემბერს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024