• Geo
  • Eng
04.12.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ გიორგი ზარია, აკაკი შულაია (9) და ბუდუ ზივზივაძე (8) შეიყვანა. ტურის მწვრთნელად გამოცემამ ჩვენი გუნდის თავკაცი ზაურ სვანაძე დაასახელა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ლევან ხარაბაძე (6), გიორგი ზარია, ლევან შენგელია (3) და ბუდუ ზივზივაძე (9) დაასახელა. 34- ე ტურის მწვრთნელად აჭარასპორტმაც ზაურ სვანაძე აღიარა goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში გიორგი ზარია, ლევან შენგელია (3) და ბუდუ ზივზივაძე (9) შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024