• Geo
  • Eng
30.11.2018
30 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

30 ნოემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 34- ე ტურის შეხვედრას გამართავს. დინამოელები ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ, შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

30 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, 2 მატჩი ფრედ მორჩა და ორშიც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 18/9 დინამოს სასარგებლოდ.

1939 წელს დინამომ ბორის პაიჭაძის გოლით 1:0 დაამარცხა ოდესელი თანაკლუბელი. 1966 წელს ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. ილია დათუნაშვილმა აღნიშნულ მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა.

1993 წელს თბილისურ პაექრობაში შევარდენმა 3:0 დაამარცხა დინამო. 1998 წელს დინამომ 6:1 აჯობა კოლხეთს. რატი ალექსიძემ და ლევან ცქიტიშვილმა სამ-სამჯერ აიღეს ფოთელთა კარი. 10 წლის შემდეგ 3:0 ვიმარჯვეთ ცხინვალის სპარტაკთან. ილია სპასოევიჩის დუბლი და ერთი გოლიც გიორგი მერებაშვილის ანგარიშზე. 2013 წელს ისევ სპარტაკი და ამჯერად გამარჯვება 4:0. ყველა გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა. ჩისკო მუნიოსის დუბლს თითო გოლი პატრიკ ვუომ და დორინ გოგამ მიამატეს. მომდევნო წელს დინამომ ლანჩხუთის გურია მიიღო და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გურულთა კარში ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა. 2016 წელს გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პლეი ოფში დინამო საბურთალოს მიხეილ მესხი 2- ზე გატანილი გოლების გარეშე დაუზავდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024