• Geo
  • Eng
27.07.2012
ჩვენი მეტოქე – ზაბჟეს გურნიკი

სლოვენიური შეკრების უკანასკნელ, რიგით მეხუთე შეხვედრას დინამოელები ხვალ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდი და დასრულებულ ჩემპიონატში ექსტრაკლასას მერვეადგილოსანი- გურნიკი ზაბჟე იქნება. 1948 წელს დაარსებული გუნდი საშინაო მატჩებს 18000–იან ერნესტ პოლის სახელობის სტადიონზე ატარებს. ჩვენი მომავალი მეტოქე პოლონეთის 14 გზის ჩემპიონი, 6 გზის თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებულია. ამ გუნდში პოლონური ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავს უასპარეზია: ერნესტ პოლი, ანჯეი შარმახი და ტომაშ ვალდოხი სხვადასხვა დროს იცავდნენ ზაბჟეს გუნდის ღირსებას.

სლოვენიურ შეკრებაზე დინამოს მომავალი მეტოქე, ჩვენს გუშინდელ ოპონენტთან– ბეროესთან, (რომელსაც თბილისელებმა 2:1 აჯობეს) ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

შეკრებაზე ბოლო შერხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მის ტექსტურ ლაივს ტრადიციულად დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024