• Geo
  • Eng
21.11.2018
15 წლამდელების მორიგი გამარჯვება დიდი ანგარიშით

15 წლამდე დინმოელებმა ოქროს ლიგის დასრულებამდე ბოლოსწინა მატჩი თბილისის ოლიმპიკთან გამართეს. დინამოელები უკვე ჩემპიონის სახელით გავიდნენ მოედანზე და სტატუსი გაამართლეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა 6:0 დაამარცხა მეტოქე. უგრეხელიძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, თითო გოლი იობაშვილმა, სიხარულაშვილმა და გეგიაძემ გაიტანეს. ბოლო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 24 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი დინამოს აკადემიაში გაიმართება და დაჯილდოვების ცერემონიაც იქვე გაიმართება.

 

ოლიმპიკი 0:6 დინამო

U15 დინამო: შურღაია, ბაბლუანი, სალუქვაძე, აზარაშვილი, ქავთარაძე, გაგნიძე, შენგელია, უგრეხელიძე, სიხარულაშვილი, გოგობერიშვილი, უბილავა

სათადარიგო სკამი: ხვადაგიანი, აბუაშვილი, იობაშვილი, ჩხეტიანი, გეგიაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024