• Geo
  • Eng
18.11.2018
დინამომ ამხანაგურ შეხვედრაში ალაშკერტი 2:0 დაამარცხა

დინამო თბილისმა სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ამხანაგურ შეხვედრაში ერევნის ალაშკერტს გაეჯიბრა. მატჩი სკ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ზაურ სვანაძის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც 21 და 19 წლამდე ნაკრებებში გახლავთ გამოძახებული. ამხანაგური მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს. დებიუტში გიორგი ზარიას დარყმული უკუაგდო ოგნიენ ჩანჩარევიჩმა, მომდევნო შეტევაში კი ლევან შენგელიას დარტყმული სულ მცირედით აცდა კარს. ტაიმის შუაში აკაკი შულაიამ და გუსტავო მარმენტინიმ გაცვალეს სახიფათო დარტყმები. პირველ შემთხვევაში ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს, მეორე მომენტში კი ზევიდან გადაცდა თბილისელთა კარს. 33- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ აჯობა მეკარეს, ამ მომენტში ბაქარ ქარდავას გამჭოლი გადაცემაა აღსანიშნავი. ტაიმის ბოლოს სტუმართა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ზუსტი გასროლით გიორგი ზარიამ გოლად გარდასახა. მეორე ტაიმში რამდენიმე მწვავე შეტევა სტუმრებმაც განახორციელეს, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. მე- 60 წუთზე აკაკი შულაია შეიჭრა ერევნელთა საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ დინამოელებმა 7 ფეხბურთელი შეცვალეს, მატჩის ბოლოსკენ კი მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. მიხეილ ერგემლიძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ოდნავ ააცილა კარს და საბოლოოდ შეხვედრაც დასრულდა.

 

დინამო 2:0 ალაშკერტი

გოლი: 1:0 ზარია 45’  2:0 შულაია 60’

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ივანისენია, ძოწენიძე, ქარდავა, ზარია, ერგემლიძე, შენგელია, შულაია, ზივზივაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გილმორი, ქოჩლაძე, ივანიშვილი, გულდედავა, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგიძე, კიტეიშვილი

ალაშკერტი: ჩანჩარევიჩი, ანტონიჩი, სტოიკოვიჩი, ზელიკოვიჩი, არტაკ იედიგარიანი, არტურ იედიგარიანი, შაჰინიანი, ვაშიანი, მარმენტინი, პოღოსიანი, ჯეფერსონი

შეცვლაზე შევიდნენ: სიმონიანი, სეკულიჩი, ნენადოვიჩი, სესარი, აკობიანი, მანუკიანი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024