• Geo
  • Eng
16.11.2018
ახალგაზრდული ნაკრების ფრე უკრაინასთან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს გაეჯიბრა. კიევში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საყაიმო ანგარიშით 3:3 დასრულდა. გოლები ლაკვეხელიანმა (2) და ლეჟავამ გაიტანეს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა შემადგენლობაში ოთხმა დინამოელმა - ლუკა ლოჩოშვილმა, ლუკა ქაფიანიძემ, დავით კობოურმა და გიორგი კუციამ ითამაშა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 20 ნოემბერს კვიპროსთან ჩაატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024