• Geo
  • Eng
10.11.2018
17 წლამდელებმა ტორპედო დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დინამო თბილისის აკადემიაში დღეს ქართული დერბი გაიმართა. ჩვენი გუნდის 17 წლამდელებმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. თამაში გოჩა ჩიქოვანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. გოლები კალანდაძემ, ხორხელმა და ზურებიანმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ დინამოს 17 წლამდელები ოქროს ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. დინამოლები მეორე ადგილოსან გორის დილას 8 ქულით უსწრებენ და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული. ბურთების ბალანსი კი 54/7 თბილისელთა სასარგებლოდ. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ნოემბერს 35- ე სკოლასთან ჩაატარებს.

 

U17 დინამო 3:0 ტორპედო

 

დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, კალანდაძე, ოსიყმაშვილი, ლომთაძე, ხორხელი, აწყურელი, ჩარკვიანი, ზურებიანი

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ერაძე, კაჭარავა, კოპალეიშვილი, მორჩილაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024