• Geo
  • Eng
03.11.2018
4 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ეროვნული ლიგის 31- ე ტურში 4 ნოემბერს, დინამო თბილისი ქუთაისს ესტუმრება. ქართული დერბი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

4 ნოემბერს დინამოს საქართველოს პირველობაზე ერთხელ უთამაშია. ის მატჩი სწორედ ქუთაისში 2012 წელს შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები მასპინძელთა კარში ჯაბა დვალმა და მიკელ ალვარომ გაიტანეს.

რაც შეეხება სსრკ– ს ჩემპიონატს, აქ დინამომ სამი მატჩი გამართა. 1965 წელს დონეცკში შახტიორთან უგოლო ფრედ დასრულდა შეხვედრა. მომდევნო წელს ასევე ფრედ 1:1 დასრულდა მატჩი. ჩვენი მეტოქე სახალხო გუნდი იყო, სპარტაკის კარში გოლის ავტორი კი სლავა მეტრეველი გახდა. 1988 წელს თბილისელები მოსკოვის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

4 ნოემბერს მტკვრისპირელებმა ევროთასებზე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. 1981 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალში დინამომ ფრანგული ბასტია 3:1 დაამარცხა. რამაზ შენგელიამ ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, ხოლო ერთი ბურთი თენგიზ სულაქველიძის ანგარიშზეა. 1987 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში დინამომ ბუქარესტის ვიქტორიასთან ფრედ 0:0 ითამაშა. 1997 წელს ასევე უეფას თასის 1/16 ფინალში ჩვენი გუნდი პორტუგალიურ ბრაგასთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე დინამო ინგლისში ნიუკასლ იუნაიტედს დაუპირისპირდა და 0:2 დათმო პაექრობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024