• Geo
  • Eng
20.10.2018
პლეი ოფში ატეიტის თასზე

ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე დინამოს 12 წლამდე შემადგენლობამ G ჯგუფში იმარჯვა (1:0 ინგლისურ ბათთან და 2:1 ლატვიურ ალბერთსთან) და ტიტულისკენ მიმავალ AC ჯგუფში გადაინაცვლა. პირველ შეხვედრაში კახა გოგოლაძის შეგირდები ფინურ ჰიკს შეხვდნენ და დავით ქელდიშვილის გოლით 1:0 იმარჯვეს. მეორე მატჩი თბილისელებმა რიგელ სეხნიებთან გამართეს. ამ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება თბილისელებს ტურნირის ნახევარფინალის საგზურს დაუბევებდა, თუმცა არაერთი ცდის მიუხედავად მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ნახევარფინალისტის ვინაობა კი საღამოს დინამო რიგასა და ჰელსინკის ჰიკს შორის პაექრობის შემდეგ გადაწყდება. ლურჯ-თეთრებს 4 ქულა აქვთ დაგროვილი და ამ ეტაპზე ჯგუფში ლიდერობენ. ჯგუფის მოგების შემთხვევაში კახა გოგოლაძის გუნდი 36 გუნდს შორის პირველობისთვის იბრძოლებს, თუ არადა 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს მატჩებს.

 

U12 დინამო თბილისი 1:0 ჰიკი ჰელსინკი

U12 დინამო თბილისი 0:0 დინამო რიგა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024