• Geo
  • Eng
25.07.2012
დუბლების შეკრება დაიწყო

დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა დიღმის საწვრთნელი ბაზიდან დილის რვა საათზე ანაკლიაში გაემგზავრა. დინამოელებმა დანიშნულების ადგილს 2 საათზე უწიეს და სასტუმრო Palm Beach Hotel-ში დაბანაკდნენ. დინამოს დუბლების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი იახლა: ლევან ტყეშელაშვილი, ტარიელ ხაინდრავა, ბუბა რუხაძე, გიგა სამხარაძე, გია ნიკვაშვილი, ბექა მუმლაძე, ვაჟა მათიაშვილი, თედო კაკულია, საბა ლობჟანიძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, არჩილ მესხი, ბუდუ ზივზივაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, ვახტანგ ფოცხვერია, სანდრო სარიშვილი, ლევან კიტოვანი, თორნიკე მაჭავარიანი, სანდრო გურეშიძე, გაგა მურცხვალაძე და ოთარ კაკაბაძე. დინამოელებმა შეკრების პირველი ვარჯიში დღესვე, საღამოს ექვს საათზე გამართეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძე გავესაუბრეთ.

ვასილ მაისურაძე – კარგია რომ სეზონის განახლებამდე შეკრებას გავივლით. მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალური ყურადღება ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და სისწრაფეს დაეთმობა. სპარინგ შეხვედრებში საშუალება გვექნება, რომ შეკრებაზე მყოფი ყველა ფერხბურთელი საქმეში ვიხილოთ. კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს, კარგ სასტუმროში ვიმყოფებით – ცოტა სიცხე გვიქმნის დისკომფორტს, თუმცა ფეხბურთელი ვალდებულია მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები ასეთ კლიმატურ პირობებშიც კი. ახალი სეზონიდან დინამო 2 და დუბლები სხვადასხვა გუნდი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ერთობლივ სამზადისს გავდივართ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ყველა თანაბარ პირობებში მოემზადოს ახალი სეზონისთვის. დუბლების შეკრება თავდაპირველად უკრაინაში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ უცხოური შეკრება სამომავლოდ გადაიდო და ანაკლიაში ვემზადებით. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძრვანელობას, მათ ყველანაირი პირობა შეუქმნეს ფეხბურთელებს იმისათვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მოსამზადებელ ეტაპზე სამ სპარინგ შეხვედრას სავარაუდოდ ზესტაფონი, მარტვილის მერანის და ზუგდიდის დუბლებშემადგენლობებთან გამართავენ.

დღევანდელი დღის ფოტოების სანახავად ეწვიეთ დინამოს Facebook–ის გვერდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024