• Geo
  • Eng
16.07.2012
სლოვენიური ტესტები - სავარაუდო მეტოქეები

დინამოელები მოსამზადებელ ეტაპზე ხუთ სპარინგს გამართავენ. სლოვენიურ შეკრებაზე ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 18 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე სერბულ ბორჩასთან გამართავს, რომელმაც გასულ სეზონში სუპერ ლიგაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა. 20 ივლისს დინამოელები მორიგ, რიგით მეორე, სპარინგ შეხვედრას პოლონეთის  იაგელონიასთან ჩაატარებენ.  23 ივლისს გრაცში, არნოლდ შვარცნეგერის სახელობის არენაზე ჩვენი გუნდი თურქული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, სუპერლიგის თვრამეტგზის ჩემპიონს, თურქეთის თასის ხუთგზის მფლობელსა და სუპერთასის გამარჯვებულ ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფენერბაჰჩე 21 ივლისს ნიუკასლ იუნაიტედს გაეჯიბრება, ჩვენთან კი შეკრების ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს. 26 ივლისს დინამოელები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ - მეტოქე ბულგარეთის მეათეადგილოსანი ბეროე სტარა ზაგორა იქნება. 28 ივლისს ჩვენი გუნდი სლოვენიური შეკრების დასკვნით მატჩს პოლონეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ეკსტრაკლასას თოთხმეტგზის ჩემპიონთან და პოლონეთის თასის ექვსგზის მფლობელთან,  ზაბჟეს გურნიკთან  გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024