• Geo
  • Eng
15.07.2012
დინამოელები სლოვენიურ შეკრებაზე გაემგზავრნენ

ჩვენი გუნდი თბილისი – ვენის ავიარეისით სლოვენიურ შეკრებაზე გაემგზავრა. ვენიდან დანიშნულების ადგილამდე დინამოელები ავტობუსით გადაადგილდებიან და სლოვენიაში, ქვეყნის ერთ–ერთ უძველეს ქალაქ პტუის სასტუმრო GRAND HOTEL PRIMUS–ში დაბინავდებიან. დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ოთარ ხიზანეიშვილი, ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი სეთურიძე, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი, გიორგი თექთურმანიძე, გივი კვარაცხელია, არჩილ ტვილდიანი, კარლეს კოტო, ალბერტ იაგუე, ჩისკო, მიკელ ალვარო, რობერტინიო.

გუნდს შეკრებაზე არ გაჰყოლიან ტრავმირებული ირაკლი ლექვთაძე და დავით ხოჭოლავა და ასევე  ნიკა კვეკვესკირი, რომელიც მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

სლოვენიური შეკრებაზე დინამოელები ხუთ სპარინგს გამართავენ. ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: ბორჩა (სერბეთი), იაგელონია (პოლონეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ბეროე (ბულგარეთი), გურნიკი (პოლონეთი).

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024