• Geo
  • Eng
13.07.2012
ჩიორა დინამოს დაუბრუნდა

დინამოს გიორგი თექთურმანიძეც უბრუნდება. 21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი რუსთავის მეტალურგში ჩაატარა. რუსთავული კლუბის მაისურით ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, ალბანური ტეუტას კარში, ორი გოლის გატანაც მოახერხა. გიორგი თექთურმანიძეს ჩვენი გუნდის მაისურით 58 ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი. 

გიორგი თექთურმანიძე – დინამოში დაბრუნებული ცხადია ჩემპიონობის მოპოვებაზე, თასზე და აუცილებლად საერთაშორისო არენაზე წარმატებით გამოსლლაზე ვფიქრობ. დინამოში დებიუტნატი არა ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ  გვაქვს შანსი სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ ჯერ საქართველოში და შემდეგ მის ფარგლებს გარეთ. და აქვე არ ვიქნები მართალი რუსთაველებს მადლობა არ ვუტხრა, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს, გულშემატკივარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024