• Geo
  • Eng
12.07.2012
ოთარ ხიზანეიშვილი – დინამო ჩემი ოჯახია

გასული სეზონის მეორე ნახევრის განახლებამდე, რვა წლიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ხიზანეიშვილი დინამო თბილისს დაუბრუნდა. 30 წლის მცველი დინამოში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.  სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი შეთანხმება შედგა. შეგახსენებთ, რომ ოთარი ჩვენს გუნდში 1998–2000 წლებში და 2002–2004 წლებში თამაშობდა, გასულ სეზონში დაბრუნებულმა ოთარმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დინამოს მაისურით 58 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.

ოთარ ხიზანეიშვილი – მოხარული ვარ რომ კვლავ დინამოს მაისურით ვითამაშებ. საქართველოში სხვა გუნდში არც მითამაშია – ეს ჩემი ოჯახია. კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს დასრულდა, ახალი ხელშეკრულების გაფორებამდე კი  გარკვეული დრო იყო საჭირო. ამ პერიოდში სხვა გუნდებმაც გამოიჩინეს ინტერესი, რა თქმა უნდა, დინამოში მერჩივნა. ეს გარემო ჩემთვის კარგადაა ნაცნობი – დიღმის ბაზა, მშობლიური სტადიონი – აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესო პატივია. მოხარული ვარ, რომ კვლავ დინამოს მაისურით მომიწევს თამაში. სულს და გულს ჩავდებ თითოეულ მატჩში და ვეცდები დინამოს წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024