• Geo
  • Eng
11.07.2012
ანდრეს კარასკო - დიდი მადლობა დინამოს

ანდრეს კარასკომ პირადი მიზეზების გამო დინამოს აკადემიის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

ანდრეს კარასკო- დინამოდან წასვლის ერთადერთი მიზეზი ოჯახური პრობლემებია. ეს პერიოდი, რომელიც სახლიდან მოშორებით გავატარე რთული გადასატანი იყო ჩემი  ოჯახისთვის. ოჯახის დაკარგვას, ოჯახთან ყოფნა ვამჯობინე. ეს არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვერ ვახერხებ აქ დარჩენას. ძალიან ვწუხვარ და გული მწყდება. კლუბი ძალიან კარგად მომექცა, როგორც კლუბის პრეზიდენტი ასევე დირექტორი. სამუდამოდ ვიქნები დინამოსა და მისი პრეზიდენტის მადლობელი. დიდი მოტივაცია და გეგმები გვქონდა, მაგრამ ასეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ვფიქრობ ყველა ის ადამიანი ვისაც ჰყავს შვილები და ოჯახი გამიგებს. მოთამაშეების და მათი მშობლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მთელი წლის მანძილზე ვმუშაობდით, რომ დინამოს აკადემიაში პერსპექტიულ  მწვრთნელებს ემუშავათ. ის რაც ამ პერიოდში გაკეთდა ჩვენი მწვრთნელების დიდი დამსახურებაა. მთელი იმ გუნდის- ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა. ჩვენ საუკეთესო ასაკობრივი გუნდები გვყავს საქართველოში, რომლებიც სხვებისგან განსხვავებული სტილით თამაშობენ. მადლობა მინდა ვუთხრა თემურ უგრეხელიძეს და ლევან გვანცელაძეს.   დაწყებულია აკადემიის ბაზის მშენებლობა, ამაზე უკეთესი ადგილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების არსად მეგულება. ეს არის ჩემი მესიჯი მშობლებისა და პატარა ფეხბურთელებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ასევე მწვრთნელებს და სპორტულ კოორდინატორებს, დინამოს ყველა თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის და თანადგომისთვის. შეუძლებელია დავივიწყო ის პერიოდი რაც დინამოში გავატარე. შეიძლება მათ არ დამიჯერონ, მაგრამ მე უფრო მეტი რამ ვისწავლე მათგან, ვიდრე მათ ჩემგან. მადლობა მინდა ვუთხრა ასევე ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჩემი მოწვევის.

სანდრო შახოვი- სამწუხაროა, რომ ანდრესმა წასვლა გადაწყვიტა. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ამავდროულად ჩვენთვის გასაგებია მისი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ანდრესს ჩატარებული სამუშაოსთვის. მან ჩამოაყალიბა დინამოს აკადემიის სთამაშო სტილი და ახლებური მიდგომა. ჩვენი კლუბი დიდ ყურადღებას უთმობდა და ცხადია მომავალშიც დაუთმობს დინამოს საფეხბურთო აკადემიას, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. აკადემიასთან მიმართებაში ახლო მომავალში საინტერესო სიახლეები იგეგმება, როგორც  სპეციალისტების მოწვევასთან, ასევე აკადემიის მშენებარე ბაზასთან დაკავშირებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024