ჩელე არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ და შუქურამ ფრედ 1:1 ითამაშეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: შუქურა საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძლიერად ასპარეზობს. დღევანდელ მატჩში ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო დაგვაკლდა. ზოგს დასვენების საშუალება მივეცით და გარკვეულწილად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვიასპარეზეთ. პირველი ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა და უფრო მეტი საგოლე მომენტიც შეიქმნა. ჩვენ კი დებიუტში კიდევ გვმართებდა გოლის გატანა. სათასო მატჩების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ შედეგიანი ფრე მისაღებია, რადგან განმეორებით მატჩს თბილისში ჩავატარებთ.