დღეს დინამოელები - გიორგი გველესიანი, რენე ფერეირა, ლიბორ ჰრდლიჩკა და გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია თბილისის 39- ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა მოსწავლეებთან ერთად მინი ტურნირში დინამოს თასი გაათამაშეს. მოსწავლეებს საჩუქრად დინამოს ატრიბუტიკა, ხელმოწერილი მოთამაშის ბარათები, კლუბის ჟურნალები, მომავალი მატჩის მოსაწვევები და გამარჯვებულ გუნდს დინამოს თასი გადაეცა.