დინამო არენაზე დასრულებული სათასო შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ ქობულეთის შუქურა 3:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე კონსტანტინ ფროლოვი და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
კონსტანტინ ფროლოვი: ჩვენ ცოტა სევდიანი ემოციები გვაქვს. არ გვეყო კლასი ბოლომდე. სანამ გვქონდა ძალები შეგვეძლო კონტრარგუმენტები შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის, უნარიანად ვაწყობდით დაცვას. სამწუხაროდ არ გვეყო ბოლომდე კონცენტრაცია. ვერც ვიტყვი, რომ ბოლომდე ძალები არ გვეყო. დინამოს გაცილებით მაღალი კლასი აქვს.
კახა გოგიჩაიშვილი: საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. ვიცოდით, რომ შუქურა დაცვით ფეხბურთს ითამაშებდა. მეორე ტაიმში უფრო ბევრი მომენტები გვქონდა, მაგრამ დაცვაში დაშვებულ ერთ შეცდომას, ჩვენს კარში მოჰყვა გოლი. საბოლოოდ ბიჭებმა გარდატეხა შეიტანს თამაშში და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე. ვულოცავ დინამოს და მის გულშემატკივარს გამარჯვებას, შუქურას კი წარმატებებს ვუსურვებ.