დღეს დინამოელები - ვახტანგ ჭანტურიშვილი, რენე ფერეირა, ლიბორ ჰრდლიჩკა და გიორგი ჩირგაძე თბილისის 166- ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა მოსწავლეებთან ერთად მინი ტურნირში დინამოს თასი გაათამაშეს. მოსწავლეებს საჩუქრად დინამოს ატრიბუტიკა, ხელმოწერილი მოთამაშის ბარათები, კლუბის ჟურნალები და გამარჯვებულ გუნდს დინამოს თასი გადაეცა.