• Geo
  • Eng
29.11.2014
დინამო – გურიას ჯენერი ხორავა განსჯის

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას . ვარამიშვილი და . ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი . კვარაცხელია შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 21 ნოემბერს გამართული, ვიტ ჯორჯია 0:2 მეტალურგი გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2014 წლის 10 აგვისტოს იმსაჯა. სამტრედიას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც დინამომ 2:0 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯენერი ხორავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ჯენერი ხორავა (26.05.1980)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 54 თამაში / 194 ყვითელი / 11 წითელი / 11 პენალტი

პირველი ლიგა - 25 თამაში / 99 ყვითელი / 10 წითელი / 8 პენალტი

მეორე ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 9 თამაში / 38 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024