დღეს ქართული ფეხბურთის და დინამო თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის– შოთა იამანიძის დაბადების დღეა. ჩვენი ოქროს გუნდის კაპიტანი 78 წლის გახდებოდა. უზადო ტექნიკის, უნაკლო დარტყმის და კომბინაციური თამაშის შეუდარებელი თვისებების მატარებელი ფეხბურთელი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 1954–1967 წლებში ასპარეზობდა. მან 393 ჩატარებულ შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა. 1964 წელს ტაშკენტში, ოქროს მატჩის დროს დინამოს კაპიტანი. არის სსრკ– ს 1964 წლის ჩემპიონი. სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1959, 1962 და 1967 წლებში. 1960 წლის ბროლის თასის გათამაშების ფინალისტი. სამჯერ იყო შეყვანილ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, აქედან ერთხელ პირველ ნომრად. ორი შეხვედრა ჩაატარა სსრკ– ს ოლიმპიურ ნაკრებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი. შოთა იამანიძე 34 წლის ასაკში, 15 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.