• Geo
  • Eng
16.05.2023
19 წლამდელების გამარჯვება და მეორე გუნდის დასანანი მარცხი

დღეს 19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მე-16 ტურის მატჩი გაგრასთან გამართეს. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ვალერი გაგუას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გაგრელთა კარში საბა ახალკაცმა გაიტანა.

 

დინამოელები სატურნირო ცხრილში წაუგებლად და დაგროვილი 26 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ჩვენი 19 წლამდელები 20 მაისს მცხეთაში, ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 1-0 გაგრა

 

ფოტოამბავი

 

U19 დინამო: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, ახალკაცი, ჩიქოვანი, ბარათელია, წულაია, ცეცხლაძე გ, ბუბუტეიშვილი, შეროზია, ღურწკაია

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, ცეცხლაძე ნ, ჯიქია, მეხტაევი

 

 

მე-13 ტურის შეხვედრა ჩაატარა დინამოს მეორე შემადგენლობამ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გლდანის საფეხბურთო სტადიონზე ვიტ ჯორჯიას ესტუმრა და უხვგოლიანი მატჩი გამართა.

 

თამაში თვალსასეიროდ და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში დინამოელებმა 30-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. ბექა გუგბერიძემ 42-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმი დინამომ მოიგო - პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ზუსტი დარტყმა ლაშა ოდიშარიას ანგარიშზეა. თამაშის 72-ე წუთზე ბექა გუგბერიძის დუბლი და ანგარიში გათანაბრდა 2-2. ცოტახანში თორნიკე მორჩილაძემ უძლიერესი დარტყმით ასევე დუბლი გაიფორმა და დინამო ისევ დაწინაურდა. 83-ე წუთზე საბა ჯინჭარაძემ კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დინამოელთა ავტოგოლი და დასანანი მარცხი დაფიქსირდა.

 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი მეორე შემადგენლობა 19 მაისს ფოთის კოლხეთთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024