• Geo
  • Eng
14.05.2023
სადებიუტო გოლები და დინამომ თელავი დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს გორში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა თელავი მიიღეს.

 

დედაქალაქური გუნდი შეხვედრაზე ახალი დიზაინის სათამაშო ფორმით გამოვიდა. დინამოელებმა პირველივე წუთებიდან მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტშივე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მე-10 წუთზე კი გიორგი მაისურაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული აცდა თელაველთა კარს. მატჩის მე-15 წუთზე მატია რომის მოულოდნელი და შორეული დარტყმა საკმაოდ სახიფათო გამოდგა, ბურთი ზევიდან გადაევლო თბილისელთა კარის ხარიხას. დინამოელთა შეტევებმა შედეგი შეხვედრის მე-20 წუთზე გამოიღო, ანგარიში ზუსტი და ძლიერი დარტყმით იმრან ულად ომარმა გახსნა 1-0. გოლის ეპიზოდში აღსანიშნავია უსმანე კამარას ტექნიკური და შედეგიანი თამაში. გოლიდან 7 წუთის შემდეგ თბილისელებმა უპირატესობა განმტკიცეს, შორეული გასროლით გიორგი მაისურაძემ ლურჯი ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა 2-0. მატჩის 34-ე წუთზე დინამოელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა. უსმანე კამარამ საჯარიმოში შეირბინა, ცრუმოძრაობა და მეკარეს თავს ზემოთ გაუტანა. ტაიმი დინამომ 3-0 მოიგო.

 

მეორე ნახევარი რამდენიმე წამის განახლებული გახლდათ, რა დროსაც ვაგნერ გონსალვეშმა მეოთხედ აიღო სტუმართა კარი. მატჩის 62-ე წუთზე კიდევ ერთი სადებიუტო გოლი გავიდა, ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ შედეგიანი თავურით ალექსანდრე კალანდაძემ ითამაშა 5-0. დედაქალაქელებმა კიდევ ერთი გოლი მატჩის 81-ე წუთზე გაიტანეს. საჯარიმოში უშეცდომოთ დავით სხირტლაძემ ითამაშა 6-0. სამიოდე წუთში სტუმრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, ზუსტად იმედა აშორტიამ დაარტყა და საფინალო ანგარიში 6-1 დააფიქსირა.

 

მომდევნო შეხვედრაში 20 მაისს დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024