დღეს ივანწმინდაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
თავიდანვე აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება ძლიერი ქარის ფონზე გაიმართა, რამაც თავისებური კორექტივები შეიტანა შეხვედრაში. ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის ცენტრში იმართებოდა. პირველი ტაიმის ბოლომდე შეიძლება ითქვას რეალური საგოლე მომენტი არც ერთ გუნდს არ ჰქონია. 39- ე წუთზე მუმლაძემ გაიტანა თამაშგარედან. ტაიმის ბოლოს კი მასპინძლებმა იმავე მუმლაძის თაური დარტყმით გახსნეს ანგარიში. მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევებით დაიწყო, ჩისკომ გაიტანა კიდეც გოლი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. დინამოელებმა მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ტაიმი ფაქტიურად ჩიხურას ნახევარზე მიმდინარეოდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შექმნა ჭირდა. საბოლოოდ ჩიხურამ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
ჩემპიონატის პირველი წრე დინამომ 29 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
ჩიხურა 1:0 დინამო
გოლი: 1:0 მუმლაძე 44’
გაფრთხილება: ჭანტურია 41’ პაპავა 65’ ქიმაძე 88’
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, კაშია, ოდიკაძე, სიხარულია (ივანიშვილი 73), მუმლაძე, კორიფაძე (ბაჯელიძე 86), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ხიზანიშვილი, ჭანტურია, ცინცაძე, პაპავა (ჯანელიძე 68), პარუნაშვილი (გველესიანი 81), ჩისკო, ჩირგაძე, საბანაძე (ლობჟანიძე 62)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი