• Geo
  • Eng
19.03.2015
დუბლებმა მეტალურგი დაამარცხეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩენპიონატის მეოცე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ რუსთავის მეტალურგის დუბლები მიიღო და პირველი გუნდის დარად ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. სათამაშო უპირატესობას თამაზ სამხარაძის გუნდი ფლობდა, თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმრებმაც შექმნეს კულუას კართან. ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში, 48- ე წუთზე გადრანმა გახსნა. საკმაოდ აქტიურობდა დინამოელთა შეტევის ხაზი- ზარია, კვერნაძე, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე და ვოლკოვი. მსაჯის მიერ შეხვედრისთვის წამატებულ დროზე თავი შეცვლაზე შემოსულმა ფირცხალავამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. ამ მოგებით დინამომ 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამო დუბლები  2:0 მეტალურგი დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, ჯაფიაშვილი, გადრანი, კირკიტაძე (ფირცხალავა 79), ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, ვეკუა (მ. ბაშალეიშვილი 75), ჩაკვეტაძე (ვოლკოვი 62), კვერნაძე (კაპანაძე 79), მიქელთაძე (გაბრჩიძე 77), ზარია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024