• Geo
  • Eng
21.03.2015
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით 25-27 მარტს გამართავს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები ბოსნიის და უკრაინის 21 წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 4 ფეხბურთელია მიწვეული. ესენია: მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024