ხვალ 11 დეკემბერს დინამო არენაზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება. ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ დინამო თბილისი და საჩხერის ჩიხურა წარდგებიან. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს დინამო არენის მედია დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე კახა გოგიჩაიშვილი, ჩისკო მუნიოსი და სოსო ფრუიძე წარდგნენ. დინამო TV პრესკონფერენციის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.