ლანჩხუთში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ფოთის კოლხეთმა და დინამო თბილისმა ფრედ 0:0 ითამაშეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: მძიმე თამაში გამოვიდა. ასეთ მინდორზე ძნელია კომბინაციური ფეხბურთის თამაში. შეხვედრა ძალისმიერად წარიმართა, კოლხეთმა კი დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მეორე ტაიმში მოვუმატეთ, მაგრამ სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.