დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახა გოგიჩაიშვილმა მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელები დღევანდელ წვრთნაში სრული შემადგენლობით არ ყოფილან. რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშია გამოძახებული. მთავარ გუნდთან ერთად დუბლშემადგენლობის 9 ფეხბურთელმაც ივარჯიშა. ნიკა ქავთარაძე, თორნიკე კირკიტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გიორგი ვეკუა, ოთარ კობახიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა კვერნაძე და დავით ვოლკოვი სანაკრებო პაუზის პერიოდში პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ.